logo
ENG



"არ შეიძლება ყველაფერი მხოლოდ ერთ უწყებას დაბრალდეს"- ტიკარაძე თელავის ღონისძიებაზე

11 აგვ 202111:44
3 წუთის საკითხავი
 
"არ შეიძლება ყველაფერი მხოლოდ ერთ უწყებას დაბრალდეს"- ტიკარაძე თელავის ღონისძიებაზე

ჯანდაცვის მინისიტრი ეკატერინე ტიკარაძე თელავში კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ეხმაურება და ამბობს, რომ "არ შეიძლება ყველაფერი ერთ უწყებას დაბრალდეს".

ტიკარაძის მტკიცებით, ღონისძება კულტურის სამინისტროს ორგანიზებული არ ყოფილა. ამასთან, როგორც მან თქვა, ყველა მსგავსი ღონისძიება გადადებულია.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ შეიძლება ყველაფერი მხოლოდ ერთ უწყებას დაბრალდეს. ეს ღონისძიებები არ ყოფილა კულტურის სამინისტროს ორგანიზებული. შრომითი ინსპექცია მუშაობს როგორც კონცერტებთან, ისე სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებასთან მიმართებით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოხდეს გაკონტროლება და არ შედგეს თავყრილობები, რომლებიც შეიძლება ინფექციის გავრცელების წყაროდ იქცეს", - თქვა ტიკარაძემ. 

კულტურის სამინისტრო წინასაარჩევნო პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით კონცერტებს მართავს, სადაც არ არის დაცული დისტანცია და დამსწრეებს, ხშირ შემთხვევაში, არ უკეთიათ პირბადე.

გუშინ, 10 აგვისტოს, მომღერალ თემურ წიკლაურის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც პირველ თებერვალს კორონავირუსით გარდაიცვალა, კულტურის სამინისტრომ თელავში ხალხმრავალი ღონისძიება გამართა.

ამასთან, ბოლო პერიოდში მთავრობის წევრები აქტიურად არღვევენ მათივე დაწესებულ რეგულაციებს, მათ შორის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა

11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 352 შემთხვევა.


close დახურვა